327
18 ოქტომბერი 2022, 14:01
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვის გამო მიიღო.
„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, - წერს ზილფიმიანი facebook-ის პირად გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |