როცა „ნაცმოძრაობა“ და მისი ცალკეული უკრაინელი პარტნიორები საქართველოს „გაშავებით“ არიან დაკავებული სტრასბურგიდან, PES-ის კონგრესზე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 14 ოქტომბერი 2022, 21:20
 ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მისი თქმით, სადავო ნამდვილად არაა, რეალურად ვინ აკეთებს კრემლის საქმეს და მარგინალი ნაცსექტის ადეპტების გარდა, საზოგადოების უმრავლესობა ამას მკაფიოდ ხედავს.

„იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ცალკეული უკრაინელი პარტნიორები საქართველოს „გაშავებით“ არიან დაკავებულნი სტრასბურგიდანაც, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) კონგრესზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნაზე რეზოლუცია მიიღეს. ფსევდო-პოლიტპატიმრის, სააკაშვილის მიმდევრები, მათი უცხოელი ლობისტები აფერხებენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო „ქართული ოცნება“ ყველა ფორმატით ცდილობს ჩვენს ევროპასთან დაახლოებას. რეალურად თუ ვინ აკეთებს კრემლის საქმეს, სადავო ნამდვილად არაა. ყოველ შემთხვევაში, მარგინალი ნაცსექტის ადეპტების გარდა, საზოგადოების უმრავლესობა ამას მკაფიოდ ხედავს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზადყოფნას, ეს სტატუსი საქართველოს მიენიჭოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს მას შემდეგ, რაც ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კრიტერიუმებს“, - აღნიშნულია ევროპელი სოციალ-დემოკრატების დღევანდელ რეზოლუციაში. გერმანიაში, PES-ის დღევანდელ რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“- წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი