273
13 ოქტომბერი 2022, 12:15
“ოლიგარქი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს უკრაინის წინააღმდეგ“- ეს ხომ მთავარი მესიჯი გახლდათ ივანიშვილის წინააღმდეგ- ხან ქართველი რადიკალები აცხადებდნენ ამას, ხანაც ზნედაცემული ევროპარლამენტარები. იქეთ შვეიცარიის ბანკი არ აძლევს ივანიშვილს საკუთარ თანხებს, მიუხედავად სასამართლოების გადაწყვეტილებისა. ახლა კი ეს ოდიოზური პიროვნება ზაზა ოქუაშვილი ჩაერთო საქმეში, ლონდონის სასამართლოში ჩივის და ივანიშვილისგან მილიონებს ითხოვს- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი წერს, არავის და არაფრის ფასად არ გაცვლის ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მშვიდობას, მიზეზი კი მარტივია არ უნდა საქართველოში ხალხს ომი, ხალხს სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება ურჩევნია.
„ზაზა ოქუაშვილის სინდრომი
ვინ არის კაცი, რომელსაც თავის დროზე მამაც უჩიოდა და შვილის დედაც, ან მშობელიც და შვილიც?! რას არ ნახავ და გაიგონებ, მაგრამ ეს ოქუაშვილი მაინც მძიმე შემთხვევაა. სიგარეტის ბიზნესში პარტნიორის გადამგდები, შემდეგ კი მისთვის ბრალის შემქმნელი ახერხებს, სწორედ ამ პარტნიორს აჭერინებს მაშინდელ მილიციას. მთავარია ბიზნესი წილი მისი გახდეს და პარტნიორი მოშორებული. ასევე წარმატებული აღმოჩნდა მისი გზა პოლიტიკაშიც, ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა. არც მედია ბიზნესი დატოვა უყურადღებოდ, ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები ჯერ თვეობით ჰყავდა უხელფასოდ დატოვებული, მერე კი საერთოდ გამოყარა იქიდან. ყველაზე საინტერესო კი მის პოლიტიკურ-ბიზნეს საქმიანობაში უკვე 2012 წლიდან იწყება, როცა ოქუაშვილი ხელისუფლებას ვერ ეწყობა, თუმცა თუ ვინმე განთავისუფლდა რეკეტისგან სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებია, მაგრამ სამაგიეროდ მისი კავშირები უფრო ძლიერდება ნაციონალური მოძრაობასთან და პირადად ნიკა გვარამიასთან, რომელსაც ტელევიზიაც კი დაუთმო. ბოლო ფინალი კი ის გახლავთ, რომ ტანჯულ-შეწუხებულის მანტიით ლონდონს მიაშურა და იქიდან იბრძვის "სიმართლისათვის" ლონდონურ სასამართლოში.
ზაზა ოქუაშვილის სრული პორტრეტის დასახატავად, მის ბიოგრაფიას უნდა მიჰყვე სრულად, შეიძლება არა ერთი სხვა ამორალური დეტალიც აღმოაჩინო. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილიც იმ საერთო სცენარის ერთ-ერთი აქტორი გახლავთ ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, უფრო სწორედ კი სურს მის სახელისა და რეპუტაციის შებღალვა. „ოლიგარქი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს უკრაინის წინააღმდეგ“- ეს ხომ მთავარი მესიჯი გახლდათ ივანიშვილის წინააღმდეგ-ხან ქართველი რადიკალები აცხადებდნენ ამას, ხანაც ზნედაცემული ევროპარლამენტარები. იქეთ შვეიცარიის ბანკი არ აძლევს ივანიშვილს საკუთარ თანხებს, მიუხედავად სასამართლოების გადაწყვეტილებისა. ახლა კი ეს ოდიოზური პიროვნება ზაზა ოქუაშვილი ჩაერთო საქმეში, ლონდონის სასამართლოში ჩივის და ივანიშვილისგან მილიონებს ითხოვს. გაიგეთ ხალხნო, არავის და არაფრის ფასად არ გაცვლის ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მშვიდობას, მიზეზი კი მარტივია არ უნდა საქართველოში ხალხს ომი, ხალხს სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება ურჩევნია. ზაზა ოქუაშვილს და მის უნიჭო კოლეგა მსახიობებს ერთი გზა დარჩენიათ, პირადად ჩაიცვან სამხედრო ფორმა, გადავიდნენ იქით მხარეს და იქიდან თვით შემოგვიტიონ ვითომ რუსი ოკუპანტები არიან, თუმცა ოკუპანტები კი მართლაც არიან, ჩვენთვის კი დიდ მნიშვნელობა აღარ აქვს რუსები იქნებიან თუ სხვები...“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |