ზურაბ ქადაგიძე: ქალბატონ ხიდაშელს პრობლემა ნაკლებად ადარდებს, რადგან გაბანკროტებული და გაუფასურებული პოლიტიკოსის კვალობაზე, მთლიანად გადაერთო რადიკალურ დღის წესრიგზე რომ ვინმემ მოუსმინოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 11 ოქტომბერი 2022, 17:20

ყველაზე დიდი დანაშაული ის „სასარგებლო იდიოტობაა“ რასაც თქვენი იდეოლოგიური რჯულის პოლიტიკოსები ჩადიან - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელის ფეისბუქ სტატუსს.

როგორც ქადაგიძე წერს, ფსევდო-ევროპული ღირებულებების შემოსაღებას ეროვნულ ინტერესებად რომ ცდილობენ ნეო-ლიბერალები, იმიტომაა ქართული ოპოზიციური სივრცე ყველაზე მოწყვლადი კრემლის პროპაგანდისთვის.

„დღეს ქალბატონ ხიდაშელს მოუცლია მოძრაობა „ხალხის ძალისთვის“ და იმხელა წერილი გამოუქვეყნებია, რომ წაიკითხო დაიკარგები უთავბოლობაში... ისე, შინაარსის გაგების პრობლემა თუ ჰქონდა ქალბატონ თინას არ ვიცოდი, რადგან წერილში აპელირებს, რომ თითქოს ვინმე აუფასურებს რაიმე დახმარებას და თავს ესხმის ამერიკას... არადა მარტივადაა საკითხი-რამდენი დაიხარჯა დეტალურად საქართველოში და რატომაა რომ რადიკალი „NGO“-ები კოლოსალურ თანხებს იღებენ პოლიტიკურ საბოტაჟსა და დესტრუქციაში? რატომ არ ემიჯნება შტატების საელჩო ასეთ ძალებს? და ა.შ. თუმცა, ქალბატონ ხიდაშელს პრობლემა ნაკლებად ადარდებს, რადგან გაბანკროტებული და გაუფასურებული პოლიტიკოსის კვალობაზე, მთლიანად გადაერთო რადიკალურ დღის წესრიგზე, რომ რამენაირად ტალღაზე იტივტივოს და ვინმემ მოუსმინოს... არა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თქვენმა გემმა დიდი ხანია ჩაყვინთა ქალბატონო თინა და ისეთი „მოცურავეც“ ვერ ხართ მდინარე მარტომ გადალახოთ... და კიდევ ერთი- ყველაზე დიდი დანაშაული ის „სასარგებლო იდიოტობაა“ რასაც თქვენი იდეოლოგიური რჯულის პოლიტიკოსები ჩადიან. ფსევდო-ევროპული ღირებულებების შემოსაღებას ეროვნულ ინტერესებად რომ ცდილობთ ეს ძაან ნეო-ლიბერალები იმიტომაა ქართული ოპოზიციური სივრცე ყველაზე მოწყვლადი კრემლის პროპაგანდისთვის... მაგრამ მაგას თქვენ რომ მიხვდებით დიდი დრო გავა...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი