დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელს: სწორედ შენნაირი ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 11 ოქტომბერი 2022, 16:18

სწორედ შენნაირი იურისტ/ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი. ამის გამო შეგიძულათ ქართულმა საზოგადოებამ და პულსი არ გესინჯებათ. ამიტომ, ეგ დახარჯული ფული დახმარებაა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადებული „ინვესტიცია“, ხალხმა გადაწყვიტოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

„პასუხი თინა ხიდაშელს - თინა, შენს ქმართან ერთად ხარ გაკოტრებული პოლიტიკოსი და ამიტომ მოგიწია სახლში წასვლა, ამიტომ ზიხარ კლავიატურასთან და ანთხევ ბოღმას. შენნაირ ბანკროტებს სოზარი პასუხს არ გასცემს, რადგან სხვა პედესტალზე დგას, მაგრამ პირადად მე არ გაგიტარებ ამ სიბინძურეს, რადგან პოლიტიკაში ახალი შემოსული ვარ და მგონია, რომ რაც უფრო მეტს გაგიტარებენ, მით უფრო დაიმხობ თავზე. ახლა კარგად მომისმინე, ჩვენ ერთადერთი, რაც გვაქვს მიღებული და აღებული ამ ქვეყნისგან, ხალხის სიყვარულია და ამიტომ ვალდებული ვარ, რომ სიმართლე ვილაპარაკო. ბევრს ბოდავ შენს ვრცელ პოსტში, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებს შევეხები. სადაც იურისტების დაფინანსებას ეხები, პირდაპირ გეტყვი, რომ დიახ, სწორედ შენნაირი იურისტ/ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი. ამის გამო შეგიძულათ ქართულმა საზოგადოებამ და პულსი არ გესინჯებათ. ამიტომ, ეგ დახარჯული ფული დახმარებაა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადებული „ინვესტიცია“, ხალხმა გადაწყვიტოს“,- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი