ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ არ იცის, რომ საქართველოში ივანიშვილის მიერ დახარჯული თანხა მშპ-ის ნაწილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
366 08 ოქტომბერი 2022, 12:51

საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ სტატუსზე, რომელიც თავის მხრივ თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ.

„გუშინ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის კომენტარს, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილად მოიაზრებს, ცინიკური გამოხმაურება მოჰყვა მევახშე ხაზარაძისგან.
როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა არ იცის, რომ საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს. საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, მათ დაგეგმარებასა და შესრულებაში არაერთი ქართული კომპანია მუშაობს და შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ. საინტერესოა, თავად თუ იყო ოდესმე მსგავსი საქვეყნო საქმეებით დაკავებული და თუ მოიაზრებდა მის კაპიტალს მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილად? ცხადია არა, მას ხომ ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია”, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი