დავით ქართველიშვილი: "ნაცმოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ მან ყველანაირი ტიპის შანტაჟს გაუძლო და 2 მილიარდი დოლარის დაბრუნების სანაცვლოდ, ხელი არ მოაწერა კრიმინალური რეჟიმთან თანამშრომლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 07 ოქტომბერი 2022, 18:03
,,პოლიტიკური კრიმინალების ავანგარდში მყოფი "ნაცმოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ფაქტიურად იმაში ადანაშაულებს, რომ მან ყველანაირი ტიპის პოლიტიკურ და ფინანსურ შანტაჟს გაუძლო და მასთან დანაშაულებრივ გარიგებას - 2 მილიარდი დოლარის დაბრუნების სანაცვლოდ, ხელი არ მოაწერა, არც კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ამით, არც მის "გაპრავებაზე"- წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს გარდაუვალია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში  ფინანსური სამართლიანობის  აღდგენა.

გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე, ბიძინა ივანიშვილი, მისი უფლებადამცველები და ჩვენ, მისი გულშემატკივრები - შვეიცარიის ბანკ "კრედიტ სუისთან" მიმართებაში ვიკავებთ "ანტიდასავლურ" და "რუსეთუმულ" პოზიციას, "ჩირქს" ვცხებთ ევროპულ "სანიმუშო" საბანკო სისტემას და ა.შ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ "ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის კვლევის" საერთაშორისო ავტორიტეტული ცენტრი (Organised Crime and Corruption Reporting Project, OCCRP) - წლების განმავლობაში სწორედ "კრედიტ სუისთან" მიმართებაში აწარმოებდა თავის გამოძიებას (https://www.occrp.org/.../what-is-suisse-secrets...) და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კრიმინალური სკანდალი, ამ გამოძიების მხოლოდ "აისბერგის მწვერვალია'.
"Credit Suisse საიდუმლოებანი"-ს სახელწოდების მქონე ამ გამოძიებაში მონაწილეობას იღებდა 39 ქვეყნის 48 მედიაგამოცემის 163 ჟურნალისტი, რომლებმაც ფარდა ახადეს, შვეიცარიის საბანკო სისტემაში შემავალ, სიდიდით ამ მეორე ბანკში 2007 წლიდან დღემდე განვითარებულ უპრეცედენტო დანაშაულს: 18 ათასი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, საიდანაც კლიენტების საერთო ფულადი დანაკარგი 100 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. აქედან - ამ დანაკარგების სოლიდური წილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებს შეადგენდა, რომლებიც მას ბანალურად მოპარეს, ხოლო გადარჩენილი ფინანსების მიმართ დღემდე "სატრანზაქციო საბოტაჟს" აწარმოებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიმართლე უკვე დადგინდა ბერმუდის სასამართლოს მხრიდან, ხოლო უახლოეს დღეებში მსგავსი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს სინგაპურის სასამართლომაც - ქართველი პოლიტიკური კრიმინალები, ამ დავაში ცალსახად საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრიმინალებად აღიარებულ მხარეს იჭერენ, რაც ჩვენში არანაირ გაკვირვებას აღარ იწვევს.
ამ პოლიტიკური კრიმინალების ავანგარდში მყოფი "ნაცმოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ფაქტიურად იმაში ადანაშაულებს, რომ მან ყველანაირი ტიპის პოლიტიკურ და ფინანსურ შანტაჟს გაუძლო და მასთან დანაშაულებრივ გარიგებას - 2 მილიარდი დოლარის დაბრუნების სანაცვლოდ, ხელი არ მოაწერა, არც კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ამით, არც მის "გაპრავებაზე". 
ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო "სინდიკატის" მხრიდან ამ კრიმინალური, ფინანსური შურისძიების ობიექტი სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც 2007-2008 წ.წ. ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამო, მასთან თანამშრომლობის ყველა ფორმა შეწყვიტა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ არც ერთ გარიგებას ხელი არ მოაწერა. 
სწორედ ამის შემდეგ, მის ფინანსურ დასჯასთან ერთად, მოქმედებაში იქნა მოყვანილი მისთვის პოლიტიკური სარეპუტაციო ზიანის მიყენების ფეიკ-მანქანები - თითქოს მან არა საქართველოს მოახმარა თავისი პირადი კაპიტალის უდიდესი ნაწილი, არამედ პირიქით - საკუთარ ფინანსებს "გადააყოლა ქვეყნის ინტერესები". ამ ფეიკს, ცილისწამებას და დეზინფორმაციას ამ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ბოლო აუცილებლად მოეღება. ისევე, როგორც გარდაუვალია საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში - ფინანსური სამართლიანობის სრული მოცულობით აღდგენა,’’ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი