გია აბაშიძე: ირაკლი ღარიბაშვილის მორიგმა წარმატებულმა ვიზიტმა პრაღაში კიდევ ერთხელ ცხადყო თუ სადაა საქართველოს საგარეო ორიენტირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 07 ოქტომბერი 2022, 11:37
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი, მრავალმხრივი შეხვედრები დასავლელ ლიდერებთან მკაფიოდ გვიჩვენებს თუ საითაა საქართველოს საერთაშორისო კომპასის ისარი- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს პრაღაში. 

ანალიტიკოსის თქმით ათ წელზე მეტია სააკაშვილის რადიკალების კონგლომერატი ყველა რესურსით უშედეგოდ ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ თითქოს "ქართული ოცნება" პრორუსულია. თუმცა, ყველა დესტრუქციულმა მცდელობამ, ლობისტების მოსყიდვამ, შეკვეთილმა სტატიებმა თუ ცალკეულმა დასპონსორებულმა ანგარიშებმა მათ ვერანაირი წარმატება მოუტანეს.

„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგმა წარმატებულმა ვიზიტმა პრაღაში კიდევ ერთხელ ცხადყო თუ სადაა საქართველოს საგარეო ორიენტირი.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი, მრავალმხრივი შეხვედრები დასავლელ ლიდერებთან მკაფიოდ გვიჩვენებს თუ საითაა საქართველოს საერთაშორისო კომპასის ისარი. ეს ღარიბაშვილის რეალური შეხვედრებია და არა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ჩასაფრებები სხვადასხვა სამიტების დერეფნებში და დასავლელ ლიდერებთან წუთიერი ფოტოების გადაღებების ლამის ძალით გამოთხოვა.
საქართველოს სასოწარკვეთილი რევანშისტი ოპოზიციის ისარი კი მუდმივად მიმართულია ჩრდილოეთისკენ, კრემლისკენ, საიდანაც ვერცხლისმოყვარეობის ვნებების დაკმაყოფილების გარდა, 
"ნაციონალური მოძრაობის" ღალატის პარტია მუდმივ დავალებებს იღებს ჩვენს ქვეყანაში მორიგი დესტრუქციისა თუ პროვოკაციის წამოწყებაზე.
ათ წელზე მეტია სააკაშვილის რადიკალების კონგლომერატი ყველა რესურსით უშედეგოდ ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ თითქოს "ქართული ოცნება" პრორუსულია. თუმცა, ყველა დესტრუქციულმა მცდელობამ, ლობისტების მოსყიდვამ, შეკვეთილმა სტატიებმა თუ ცალკეულმა დასპონსორებულმა ანგარიშებმა მათ ვერანაირი წარმატება მოუტანეს. ვერც მოუტანდნენ იმაში, რაც თავად არიან და არა საქართველოს ელექტორატის რჩეული მმართველი პარტია“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი