350
05 ოქტომბერი 2022, 14:18
ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიციის მიუხედავად ,,ომისა და ღალატის
პარტია" და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ
ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩათრევისკენ არის მიმართული, სწორედ ამ
დექსტრუქციული გეგმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების
დაკისრების მცდელობა- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე,
რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს ეხმიანება.
მისი თქმით ,,კრავთა დუმილს" ინარჩუნებს ყველა აქტორი, როცა საქმე
სიმართლის გამჟღავნებას ეხება, იმ სიმართლის გამჟღავნებას რომელიც
სინგაპურის და ბერმუდს საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინეს.
„საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს
შანტაჟის ენით ვერც ვერავინ დაელაპარაკება და მით უფრო ვერც ვერაფერს
გააკეთებინებს!
ეს რეალობა კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს გამოქვეყნებული წერილით, სადაც
აშკარად იკითხება რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის
დაშანტაჟებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ - ბატონმა ივანიშვილმა ,,კრედიტ
სუისს" (მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად) განუცხადა, რომ არ იყო მზად
სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა
მოლაპარაკება. უარი უთხრა მოლაპარაკებაზე მიუხედავად იმისა, რომ სადავო
თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული
გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი
თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება).
ბიძინა ივანიშვილის ამ პრინციპული პოზიციის მიუხედავად ,,ომისა და ღალატის
პარტია" და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ
ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩათრევისკენ არის მიმართული, სწორედ ამ
დესტრუქციული გეგმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების
მცდელობა. მართალია პოლიტიკურად გაკოტრებული ,,ნაციონალური მოძრაობა"
სანქციებს 2011 წლიდან უშედეგოდ ითხოვს, მაგრამ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის
ომის ფონზე ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა: ადგილობრივი
პოლიტიკოსების გარდა პროცესში ჩაერთნენ ევროპარლამენტარები, რომლებმაც
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაში სრულიად დაუსაბუთებელი და
სამარცხვინო ჩანაწერი შეიტანეს, ჩანაწერი რომელიც თურმე მხოლოდ ბრიუსელში
არ მომზადებულა და რომელიც ,,კრედიტ-სიუსს"-მა სრულიად უსამართლოდ
გამოიყენა და გაჩერებული ძირითადი თანხები „აღმოსავლეთ ევროპაში
განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერა. ამას დაემატა ევროკომისიის
12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის არასწორი განმარტება, თითქოს
დეოლიგარქიზაციის პროცესი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო არის დღის
წესრიგში შეტანილი(არადა კანონის უკრაინული ვერსია ყველაზე ნაკლებად ან
საერთოდ არ და ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილის), საქმეში ჩართულია
ადგილობრივი ,,კრიტიკული" და პარტიული მედია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში
აშუქებს, რომ თურმე სანქციები გზაშია და ,,მალე" მოაღწევს საქართველომდე,
საქმეში ასევე ჩართულია ,,გავლენიანი სამოქალქო სექტორი", რომელთა
წარმომადგენლები თავს არ ზოგავენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან ტყუილის და
დეზინფორმაციის გავრცელებაში.
ამ ფონზე ,,კრავთა დუმილს" ინარჩუნებს ყველა აქტორი, როცა საქმე სიმართლის
გამჟღავნებას ეხება, იმ სიმართლის გამჟღავნებას რომელიც სინგაპურის და
ბერმუდს საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინეს. საერთაშორისო
სასამართლოების გადაწყვეტილებით შვეიცარული ბანკი ,,კრედიტ სუისი" ბიძინა
ივანიშვილთან დამარცხდა და ვალდებულია გადაუხადოს 1 200 000 000
დოლარი(წმინდა გადასახდელი 900 000 000 დოლარი). სინგაპურში სასამართლოს
მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო მედიით, პროცესი ჯამურად,
დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა ტელე, ინტერნეტ და ბეჭდურ მედია
საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის,
სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“,
„როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“.
საერთაშორისო მედიის აქტიური მუშაობის და გაშუქების ფონზე, ძალიან
სამარცხვინო ვითომ ,,კრიტიკული" და ,,დამოუკიდებელი" მედიის სურვილი
სიმართლე დაუმალონ საქართველოს მოსახლეობას, თანაც ის სიმართლე რომელიც
მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |