თამთა მეგრელიშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებდა არანაირ თანხას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 05 ოქტომბერი 2022, 13:55

დავა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის ამ კაცის წინააღმდეგ წინასწარ გათვლილი ბინძური თამაშია. ბიძინა ივანიშვილი ამ სამართლებრივ დავაში შანტაჟის ობიექტი იყო. ფაქტია, ამ კაცმა ქვეყნის ინტერესები აირჩია და სამართლებრივი ბრძოლის ხანგრძლივ გზას დაადგა და საქმეს საქმეზე იგებს - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

მისი თქმით დღეს საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე მაქსიმალურად არის განეიტრალებული თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

„დავა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის ამ კაცის წინააღმდეგ წინასწარ გათვლილი ბინძური თამაშია. დააკვირდით საქმის ფაბულას, დროს, ამ კაცის წინააღმდეგ გაკეთებულ სვლებს, ფაქტია ბიძინა ივანიშვილი ამ სამართლებრივ დავაში შანტაჟის ობიექტი იყო. მას არჩევანის გაკეთებას აიძულებდნენ დიახ, არჩევანს ფულსა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს შორის (ჭკვიანი ადამიანი არ იკითხავს რა შუაშია აქ ქვეყნის ინტერესები) ფაქტია, ამ კაცმა ქვეყნის ინტერესები აირჩია და სამართლებრივი ბრძოლის ხანგრძლივ გზას დაადგა და საქმეს საქმეზე იგებს... ახლა ცოტა რამ უშუალოდ საქმეზეც- როგორც იცით Credit Suisse-სთან - სამართლებრივი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო რომელიც “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი დაიკარგა რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს. იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა. პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ და ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილიც ჰქონდა. 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე მაქსიმალურად არის განეიტრალებული თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი ხალხის მხარეს იდგა და დგას. ვიცოდით ყველამ, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა-ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებდა არანაირ თანხას! ფული თუ სამშობლო?! რა უხერხულია- რა თქმა უნდა სამშობლო!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი