გია აბაშიძე: წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ „ქართულ ოცნებას“ და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 01 ოქტომბერი 2022, 13:20

წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ „ქართულ ოცნებას“ და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები. რაც „ქართული ოცნების“ მუდმივად ფორმაში ყოფნის, კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 10 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი მინუსები, თუმცა იყო პლუსებიც. დადებითი რომ ჭარბობს ამ ხელისუფლების და არა რეჟიმის საქმიანობაში, იმიტომაც არის გამარჯვებული ყველა დონის არჩევნებში.

„10 წელიწადია, ჩემი რჩეული პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი მინუსები, თუმცა იყო პლუსებიც. დადებითი რომ ჭარბობს ამ ხელისუფლების და არა რეჟიმის საქმიანობაში, იმიტომაც არის გამარჯვებული დეკადის ყველა დონის არჩევნებში.

რატომღაც ზოგიერთს ეხამუშება, რომ თურმე მმართველი პარტიის მხარდაჭერობა და თან პოლიტიკური ანალიტიკოსობა დაუშვებელია. მომიტევეთ და ასეთნი ნამდვილად არ იცნობენ დასავლურ პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც არა თუ ექსპერტები, მკვლევრები და მიმომხილველები, არამედ გიგანტი ანალიტიკური ცენტრები დეკლარირებულად არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან.

წარმატებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიურ „ქართულ ოცნებას“ და ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ჯანსაღი, ძლიერი, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპონენტები. რაც „ქართული ოცნების“ მუდმივად ფორმაში ყოფნის, კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველია. მშვიდობა და განვითარება საქართველოს და მის ხალხს პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი