ნიკა ობოლაძე - ოპოზიციურ ველზე კრიზისია, საჭიროა ფუნდამენტური დარესტარტება, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 28 სექტემბერი 2022, 10:57

ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია. ბოლო კვირების მოვლენები და ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმისა, რაც რეალურად ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა.

ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ „საჭიროა ფუნდმენტური დარესტარტება“.

„პოლიტიკა პირველ რიგში კომპრომისების ადგილია, მაგრამ როდესც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი – დუმილი ტყუილია. პოლიტიკა კი არ არის ფუნდამენტური ტყუილების ადგილი, ამიტომ ახლა ნამდვილად მოვიდა დრო, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია. ბოლო კვირების მოვლენები და ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმის, რაც რეალურად ხდება. უარესიც ხდება – რაც ჯერ არ ჩანს. ზედაპირზეა რომ ოპოზიცია კრიზისშია. ფაქტია, ოპოზიციის ყოფილი ფაქტობრივი ლიდერი და ძალის ცენტრი, მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია. სააკაშვილი არათუ არ მოქმედებს ქართულ პოლიტიკაში, აღარც კი აკომენტარებს მას, მაშინ, როდესაც აკომენტარებს უკრაინულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა დავინახოთ ახალი რეალობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა. აღარავისთვის არის ახალი, რომ ოპოზიციურ ველზე არის იდენტობის, იდეის, აზრის, ხშირად მორალის, პასუხისმგებლობის, კონსტრუქციის სრული კრიზისი – ამიტომ საჭიროა ფუნდმანტური დარესტარტება.

კრიზისებს ვადამდელი არჩევნები შველის – ოპოზიციაშიც ესე მუშაობს ეს. დღეს ქართულმა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ის, რასაც ქ. ოცნებას თხოვს სიტყვიერად და სრული უძალობის გამო ეს „მოთხოვნა“ უკვე კომიკურად გამოიყურება. თუ გვინდა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა და პოლიტიკა – უნდა შევქმნათ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიცია, ანუ: პირველიმ თუ ჩვენ გვინდა, გვყავდეს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც წარუმატებლობაზე, თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე, დაპირებულის ვერ და არშესრულებაზე – უბრალოდ პასუხისმგებლობას აიღებს და გადაგება, ჩვენ იგივე უნდა მოვითხოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. როდესაც საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა – ეს უნდა გააკეთო. მეორე – თუ გვინდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონულად და ფარულად, ჯერ ჩვენ ჩავატაროთ მსგავსი არჩევნები ოპოზიციურ ფლანგზე.

ჩემი აზრით ოპოზიციის სამოქმედო ასეთია:

1. არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური როლით, მაგრამ პროცესით, რომელიც ღია იქნება დამოუკიდებელი ადამიანებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10 %, – ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს.

ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიცური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად.

2. პრაიმერისები გაიწეროს დროში. ჩემი აზრით ჯამში 6-8 კვირის ფარგლები იქნება საკმარისი და საჭიროც.

პროცესი უნდა მოიცავდეს საჯარო სატელევიზიო დებატებს სხვადასხვა თემებზე. პოლიტიკოსებმა უნდა ახსნან რატომ, რისთვის არიან პოლიტიკაში, რა ამოძრავებთ, რისი ჯერათ და რა უნდათ. პროცესი უნდა ითვალისწინებდეს კამპანიების ჩატარებას პრაიმერისების ფარგლებში, მაგალითად სწორედ ისე, როგორც ეს ხდება შეერთებულ შტატების პოლიტიკურ სისტემაში.

უახლოეს თვეებში, ღია პოლიტიკური პროცესის შედეგად, უნდა დაიბადოს და ჩამოყალიბდეს ის ლიდერი და ის ლიდერთა გუნდი, ვინც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე შეცვლის ქ. ოცნებას და ვინც ხალხთან ერთად მოიგებს რეალურად რეფერენდუმს: ევროპა თუ რუსეთი, არსებობა თუ გაქრობა. დიდი დარესტარტების, ხალხიდან ლეგიტიმაციის მიღების, ახალი რეალური ლიდერების დაბადების გარეშე, შეუძლებელია ამ ფორმაციის ოპოზიციამ და მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ეს ოლიგარქიული სისტემა.

დღეს, ოპოზიციურ ველზე გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, პირველ რიგში ვსაუბრობ ნაციონალურ მოძრაობაზე – არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან. აღარ არის გასაგები ე.წ. ლიდერები ვის წარმოადგენენ პოლიტიკში, რა მიზნები აქვთ, რა ვნებები აქვთ, რატომ არიან პოლიტიკაში და რისთვის „იბრძვიან“.

ამ ფორმაციის პოლიტიკურმა პარტიებმა თავი ამოწურეს და ვერ პასუხობენ მოთხოვნებს. ეს კარგად აჩვენა 3 ივლისის აქციამ, როდესაც ქუჩაში 120 000 ადამიანი იდგა და არავინ წარმოადგენდა ამ ხალხს, არავის შეეძლო მათი ძალის მშვიდობიანი გამოყენება – ქვეყნის მომავლისთვის. ჩემი აზრით, თუ ოპოზოციური „პარტიების“ უმეტესობა თვლის, რომ ახლა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა დიდ დემოკრატიულ პროცესში, რომლის შედეგიც იქნება ახალი პოლიტიკური სპექტრის დაბადება, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება ხალხთან.

მე გამოსვალს ასე ვუყურებ: პლატფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური როლით, ჩავატაროთ დიდი ფართო ოპოზიციური პრაიმიერისი, ელექტრონულად და ფარულად, იმისთვის, რომ საქართველოში გაჩდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვისაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და მოქმედების თავისუფლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვწირავთ ქვეყანას „ქართული ოცნების“ სამართავად. მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ“, – წერს ნიკა ობოლაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი