თამთა მეგრელიშვილი: კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროცესში უკანონო ქმედებების მძიმე შედეგები წლებს ითვლის, ჯამში 3100 ოჯახი დაზარალდა. მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ" აიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
327 13 სექტემბერი 2022, 17:36

კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროცესში უკანონო ქმედებების მძიმე შედეგები წლებს ითვლის, გამოვლენილი უკანონობით (კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით) ჯამში 3100 ოჯახი დაზარალდა. მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ" აიღო. რატომ?! იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად კვლავ ადამიანი და მისი კეთილდღეობა რჩება - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი წერს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსული 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადის დაკმაყოფილება უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროცესში უკანონო ქმედებების მძიმე შედეგები წლებს ითვლის, გამოვლენილი უკანონობით (კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით) ჯამში 3100 ოჯახი დაზარალდა. მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ" აიღო. რატომ?! იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად კვლავ ადამიანი და მისი კეთილდღეობა რჩება. დღეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდა 27 პირი რომლებმაც საკუთრებაში 52 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს. პროცესი განგრძობადია და ძალიან მალე დაკმაყოფილდება კიდევ 104 პირი. კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებულია 1 744 ოჯახი. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსული 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადის დაკმაყოფილება უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი