ვლადიმერ ბოჟაძე: ისევ ცდილობს სიმართლის დამალვას ომის და ღალატის პარტია, მაგრამ არ გაგივათ! ეს იანდექსის აპლიკაციით მომუშავე ,,პატრიოტი" რომ სავარაუდო დამნაშავეა ამას ოთარ აბესაძეც დაადასტურებს, რადგან ეს ფაქტი ერთ-ერთმა პირველმა მან გაახმაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 09 სექტემბერი 2022, 15:22
,,რადიკალურ ოპოზიციას, მის მართულ ენჯეოებს და მედიას თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აწყობთ მაშინ ,,კლანური სასამართლოა", ხოლო თუ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა (სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი შედეგი) გამამართლებელ განაჩენსაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, სახელმწიფოს დისკრედიტაციას დაიწყებენ და პოლიტიკური ქულების დაწერასაც ეცდებიან,’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

როგორც ბოჟაძე წერს, პირველად ტაქსის კომპანია იანდექსის მძღოლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული პირველად ოთარ აბესაძემ გაახმაურა, როდესაც ტაქსის მძღოლის დასჯა მოითხოვა. 

,,რადიკალურ ოპოზიციას, მის მართულ ენჯეოებს და მედიას თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აწყობთ მაშინ ,,კლანური სასამართლოა", ხოლო თუ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა (სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი შედეგი) გამამართლებელ განაჩენსაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, სახელმწიფოს დისკრედიტაციას დაიწყებენ და პოლიტიკური ქულების დაწერასაც ეცდებიან. სიმართლე არის მხოლოდ ერთი და ის არსად დაიმალება, ძალიან ცდილობდა ,,ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის დამარცხებამდე სიმართლის დამალვას მაგრამ, ყველამ ყველაფერი მაინც კარგად ვიცოდით, დღეს ისევ ცდილობს სიმართლის დამალვას ომის და ღალატის პარტია მაგრამ, არ გაგივათ! ეს იანდექსის აპლიკაციით მომუშავე ,,პატრიოტი" რომ სავარაუდო დამნაშავეა ამას ოთარ აბესაძეც დაადასტურებს, რადგან ეს ფაქტი ერთ-ერთმა პირველმა მან გაახმაურა და დამნაშავის დასჯა მოითხოვა. სიმართლე არ და ვერ დაიმალება, მანამდე კი გავაგრძელოთ სიცრუის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა!’’ - წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი