გიორგი ვოლსკი ხატია დეკანოიძეზე: ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე - როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 06 სექტემბერი 2022, 14:12

დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ “რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო” გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ. 2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის “ფანჯარად” განიხილავენ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ძალიან დიდი საშიშროებაა უკრაინის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, უსაფრთხოების სარტყელში, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი ხელიდან გაშვებული და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე - როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება.

„აი ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე - როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება.
დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ “რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო” გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ. 2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის “ფანჯარად” განიხილავენ“ - წერს გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი