ნიკა გვარამია - მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ „მთავარი" არ ჩაქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 31 აგვისტო 2022, 21:04

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის საქართველოს დატოვებას არ გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვარამიას განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა. გვარამიას განმარტებით, ის არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნას არ აპირებს.

„როგორც გავიგე, ხმებს აცირკულირებს სუს-იც და „კეთილისმსურველებიც", რომ - გამოვალ და წავალ საზღვარგარეთ  - მანამდე ვერ გამოვალ, სანამ „მთავარი არხი" არ ჩაქრება, ამიტომაც, არხის ჩაქრობას ვაპირებ.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ „მთავარი" არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო. ჩემთვის „მთავარზე" მნიშვნელოვანი არც ვინმეა საქართველოში და არც არანაირი მიზანია მასზე აღმატებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით ვეხმარები ტელევიზიას, მაგრამ რაც კი შესაძლებელია აქედან გავაკეთო, ყველაფერს ვცდილობ და მთავარი - „მთავარი" არც მარტო მე გამიხსნია და, მით უმეტეს, მარტო მე ვერ და არ დავხურავ. „მთავარი" მაყურებლის და მისი გუნდის საკუთრებაა და არა ჩემი, ან ვინმე სხვა ინდივიდის, თუ ჯგუფის.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ჩემი გათავისუფლების შემდეგ (როცა დადგება ეს მომენტი): როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის ამ გეგმებში, არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა”, - წერს გვარამია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი