დავით ქართველიშვილი: ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს, გავრილოვის ღამე არის მათი დაბრენდილი ტერმინი და ამას იმეორებს ელჩი, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამაზე სხვაგვარად ლაპარაკობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 17 აგვისტო 2022, 15:15
„ნაცები ასრულებენ დავალებებს და ჩვეულებრივ აგენტურას წარმოადგენენ. ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს შტურმს საქართველოს პარლამენტზე, დეგნანი იმეორებს ნაცების დაბრენდილ ტერმინს - გავრილოვის ღამეს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი ნაცების მესიჯებით ლაპარაკობს და მათი მესიჯები ერთი ერთში, როგორც წარსულიდან, ისე აწმყოში, ერთმანეთს ემთხვევა. იმ სიტყვებსაც და ფრაზებსაც კი იმეორებს, რაც ნაცების პიარის დალაგებული ეგონა ამდენი ხნის განმავლობაში ხალხს და ჩანს, რომ მათი სიტყვებია, პირიქით, ნაცები ასრულებენ მათ დავალებებს და ჩვეულებრივ აგენტურას წარმოადგენენ. ამ აგენტურის სიტყვებით რომ ლაპარაკობს ელჩი ეს ძალიან სამწუხაროა. გარკვეული მხარდაჭერა შტურმის ორგანიზატორებზე არის და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს არის თავდასხმა ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ელჩი გავრილოვის ღამეს ნაცების ნარატივით მოიხსენიებს და შტურმის ორგანიზატორების მესიჯს იმეორებს, გავრილოვის ღამე არის მათი დაბრენდილი ტერმინი და ამას იმეორებს ელჩი, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ამაზე სხვაგვარად ლაპარაკობს. ანუ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს შტურმს საქართველოს პარლამენტზე, დეგნანი იმეორებს ნაცების დაბრენდილ ტერმინს - გავრილოვის ღამეს“-წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი