ზურაბ ქადაგიძე: შვეიცარიაში მედია-შეფასება ვერ ჰპოვა ბიძინა ივანიშვილის საქმემ, რაც უფრო ამყარებს ეჭვს კერძო სამართლებრივი დავის პოლიტიკურ კონტექსტში გადასვლის ნამდვილობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 17 აგვისტო 2022, 14:31

შვეიცარული საბანკო სისტემის მანკიერება, ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც წმინდა სამართლებრივ დავაში პოლიტიკური კომპონენტი შემოიტანეს და ბანკმა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, აბსურდული პოლიტიკური რეზოლუციით გაამართლა- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, არაერთი სამართლებრივი საკითხი ბიძინა ივანიშვილმა ბანკს მოუგო, თუმცა დღემდე ჭიანურდება ვალდებულებების შესრულება მოპასუხის მხრიდან აბსურდული არგუმენტებით.

„მინდა გამოვეხმაურო ზაზა შათირიშვილის ვრცელ წერილს, რომელშიც ნიშანდობლივი განცხადებებია, პოტენციურ დანაშაულებათა შესახებ და კითხვები ჩნდება დაინტერესებულია, თუ არა კონკრეტული მხარე თემის მანიპულირებით საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენების მოსაპოვებლად?...
შვეიცარული საბანკო სისტემის მანკიერება, ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც წმინდა სამართლებრივ დავაში პოლიტიკური კომპონენტი შემოიტანეს და ბანკმა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, აბსურდული პოლიტიკური რეზოლუციით გაამართლა.
არაერთი სამართლებრივი საკითხი ბიძინა ივანიშვილმა ბანკს მოუგო, თუმცა დღემდე ჭიანურდება ვალდებულებების შესრულება მოპასუხის მხრიდან აბსურდული არგუმენტებით.
ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ არაერთი საერთაშორისო გამოხმაურებისა, შვეიცარიაში მედია-შეფასება ვერ ჰპოვა ამ საქმემ, რაც უფრო ამყარებს ეჭვს კერძო სამართლებრივი დავის პოლიტიკურ კონტექსტში გადასვლის ნამდვილობაში...
ასევე, წერილში განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოს სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობა, რომელიც იმ რეკომენდაციებს ეფუძნება, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა.
პარლამენტის დეპუტატთა გარკვეული ნაწილი და პროცესში ჩართული ანალიტიკოსები საუბრობენ ე.წ. კონკრეტულ წერილსა და რეკომენდაციებზე აშშ-ს მხრიდან, რომ შეთავაზებების გარდა არის მოთხოვნები კონკრეტულ საკითხებზე, სადაც ქართულმა მხარემ უაპელაციოდ უნდა შეასრულოს მოთხოვნები.
ეს საკითხი უკვე ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, არამხოლოდ სამართლებრივს არამედ სუვერენულს, რადგან ბუნდოვანი ხდება ჩვენი სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი ...
აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რომელზეც ასეთი მითქმა-მოთქმა არსებობს და საზოგადოებამ ნათლად დაინახოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ნამდვილად არის მცდელობა სახელმწიფო სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების?!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი