ამერიკის საელჩო კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ლობირებს- გიორგი ღამბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
277 16 აგვისტო 2022, 15:57

სასამართლოს, როგორც ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფა ნიშნავს, რომ უხეშად ერევიან საქართველოს სუვერენიტეტში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს - ამის შესახებ მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი გიორგი ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ლობირებს.

ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმას ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი თუ სამოქალაქო სექტორი აფასებს როგორც "კლანურ მმართველობას". ამ პროცესის პარალელურად, ამერიკის საელჩო სწორედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ლობირებს. მათ მიერ ამ პროცესის განხორციელებას არ ჰქვია "კლანური მმართველობის" წახალისება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა? სხვა რა უნდა ვუწოდოთ მოსამართლე ნინო ბაქაქურის, იმ მოსამართლის ლობირებას, რომელსაც ბოლო წლებში 560 დარღვევა აქვს?!
სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური ინსტიტუტი არ არის სასამართლო? ასეთი ჩარევა პირდაპირი ხელყოფა არ არის ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის?!
ასე არ გამოვა! სასამართლოს, როგორც ქვეყნის სუვერენულობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხელყოფა ნიშნავს, რომ უხეშად ერევიან საქართველოს სუვერენიტეტში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს!!!" - წერს გიორგი ღამბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი