ზურაბ ქადაგიძე - ომი და რევოლუცია საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად რომ გინდა და შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდიხარ, ამაზე დიდი "უსამშობლო ნაძირლობა" რა უნდა იყოს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 12 აგვისტო 2022, 14:47
„სამშობლო რომ აკერმანის "ტრენინგებზე" ნასწავლი ინსტიტუციების ერთობლიობა გგონია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს?! ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდიხარ შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე, ამაზე დიდი "უსამშობლო ნაძირლობა" რა უნდა იყოს?!“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას ფეისბუქ სტატუსს. 

„სამშობლო რომ აკერმანის "ტრენინგებზე" ნასწავლი ინსტიტუციების ერთობლიობა გგონია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს?!...
ხელისუფლებაში ყოფნის დროს სფერო, სივრცე და ისტორიული კუთვნილება არ დატოვეთ რუსეთზე რომ არ გადაგეფორმებინათ... ახლა ოპოზიციაში ხართ და 10 წელია აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას... 
"გაღმა შეედავეს" პრინციპით, რასაც თვითონ და თავის პარტია წარმოადგენს სხვას ედავება... ომი, რევოლუცია, საბოტაჟი, არეულობა,  სამოქალაქო დაპირისპირება რომ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გინდა და ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდიხარ შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე, ამაზე დიდი "უსამშობლო ნაძირლობა" რა უნდა იყოს?!
თუმცა შენი და შენი პარტიისთვის, სამშობლო და პატრიოტიზმი ისეთივე ახლობელი მცნებაა, როგორც "ღორი და მარგალიტები“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი