306
30 ივლისი 2022, 16:16
,,უახლესმა ისტორიამ თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ ნაცსექტა იკვებება ადამიანური ტრაგედიებით. გუდაურში მომხდარი უბედურება და ამაზე ხსენებული ბოროტი ძალის მიერ უბინძურესი სპეკულაციები ამის კიდევ ერთი დასტურია,’’- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.
როგორც აბაშიძე წერს საავიაციო დარგის სპეციალისტების შეფასებით რა მოხდა, თუმცა მისი თქმით, ვერტმფრენს ჩატარებული ქონდა შემოწმება და ტექნიკურად გამართული იყო.
,,უახლესმა ისტორიამ თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ ნაცსექტა იკვებება ადამიანური ტრაგედიებით. გუდაურში მომხდარი უბედურება და ამაზე ხსენებული ბოროტი ძალის მიერ უბინძურესი სპეკულაციები ამის კიდევ ერთი დასტურია. დააკვირდით, სააკაშვილის უღმერთო ადეპტების უმრავლესობა გარდაცვლილთა სულების ცხონებას არც კი შეავედრებს უფალს. ამ უმიწაწყლოებს სძაგთ ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია.
საავიაციო დარგის სპეციალისტების შეფასებით:
რუსული წარმოების შვეულმფრენი "MI 8MTB 1"
მსოფლიოში თავის კლასში არის საუკეთესო გაუხშოებულ მთის ჰაერში მოქმედებისთვის. მას იყენებენ ნატოელ ჩეხეთში, პოლონეთში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
ფრანგული "as 332 super puma" მთაში საფრენად არაეფექტურია სუსტი ძრავის გამო. ამერიკული "UH 1" იროკეზის ტიპის შვეულმფრენიც ვერ დაფრინავს და ვერ მანევრირებს მაღალმთიან რეგიონებში.
ჩამოვარდნილმა ვერტმფრენმა ახლახანს, თბილისის საავიაციო ქარხანაში, გაიარა კაპიტალური რემონტი. შვეულმფრენი ნაწილ-ნაწილ დაიშალა და თითოეული დეტალი შემოწმდა ლაბორატორიულად. გაცვეთილი ნაწილები შეიცვალა.
შესაძლოა, შვეულმფრენი ხეობაში შესვლისას მოხვედროდა ჟანგბადით მცირე ცხელ გაუხშოებულ ჰაერში, ჩავარდნილიყო პომპაჟში, ანუ უჟანგბადობისგან შოკში. შემდეგ დაიწყო ტრიალი და მისი გადატვირთვა ავიდა 3g და 4g-ზე და ამ დროს დაიწყო მისი კონსტრუქციის დაშლა და კუდიც მოძვრა.
თუმცა, საბოლოო დასკვნას იტყვის კომპეტენტური გამოძიება.
უპრეცედენტოა, როცა ნაცოპოზიციის ავი ნაწილი თავისი ნებით, მკვიდრდება როგორც საზოგადოების კეთროვანი სეგმენტი. ღმერთმა უშველოთ!’’- წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |