უკეთესი იქნებოდა სააკაშვილს დანაშაულები ეღიარებინა, სინანული გამოეთქვა და სასჯელის მოხდის შემდეგ კი მართლა ჩამოშორებოდა პოლიტიკას, არამარტო ქართულს, უკრაინულსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 30 ივლისი 2022, 15:59
„წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ხაჭაპურიძის განცხადების შესახებ, რომ სააკაშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა მისი დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის მამის მიმართ და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წარმოუდგენელი ამბავი უწოდა.

„სააკაშვილი გამოსწორდაო?!-ამბობს ადვოკატი ხაჭაპურიძე! პოლიტიკა, ხომ არა და არ აინტერესებსო, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკაო, ერთადერთი რაზეც არის შეწუხებული, გია კობახიძეს ვინ დააბრალა აგენტობაო, ჟურნალისტის კითხვაზეც აღშფოთებულა, ასე არ შეიძლებაო...მოკლედ კომედიას გვთავაზობენ, შვილის ედუარდის  და ადვოკატ ხაჭაპურიძის მეშვეობით, ირაკლი კობახიძეს ეპირფერება, მაგრამ მთავარი ავიწყდება არ ერევა კობახიძე სასამართლოს საქმეებში, და რა ქნას? თან  წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე,  რომ დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა !

ისე გაცილებით უკეთესი იქნებოდა , რომ  სააკაშვილს,  დანაშაულები ეღიარებინა, სინანული გამოეთქვა,  და შემდეგ სასჯელის მოხდის შემდეგ კი მართლა ჩამოშორებოდა პოლიტიკას, არამარტო ქართულს, უკრაინულსაც. ისე,  ის პროვოკაციულ-უზრდელური შეკითხვა იმ ჟურნალისტმა, სწორედ რომ  სააკაშვილის მიერ გაზრდილი არახამიას ნაბჟუტურების შემდეგ დასვა და იმ სატელევიზიო არხს წარმოადგენს, რომელსაც ამდენი ხანი აკონტროლებდა,  რა აღარ აკონტროლებს?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი