რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
321 30 ივლისი 2022, 13:57
,,გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ,” - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.

როგორც ბოჟაძე წერს, PUMA-ს ტიპის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციებისთვის  გამოყენება არ შეიძლება.

,,გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ. გაერთიანდა სრულიად საქართველო ოპოზიციის სამარცხვინო ნაწილის გარდა, კვლავ გარდაცვლილი ადამიანებით პოლიტიკური ვაჭრობა, ხელისუფლების დადანაშაულება და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მცდელობა. რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, ფუფუნებისთვის შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი  გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება და ამაზე განმარტება არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციამ ხომ უნდა შეგვახსენოს როგორ უყვარდა მიშას სახელმწიფოს ხარჯზე სულთანივით ცხოვრება! ასეთი მძიმე ტრაგედიები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არსად ოპოზიცია ასე სამარცხვინოდ არ იქცევა, რას ვიზამთ ამათი პოლიტიკაში ყოფნაც ხომ ერთგვარი ტრაგედიაა..” -  წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი