412
30 ივლისი 2022, 12:37
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარი კატასტროფის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და წერს, რომ ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.
“ჩემი უღრმესი სამძიმარი გუდაურში დაღუპულებს! მათ ვეღარ გააცოცხლებ, მაგრამ იქნებ ყველაფერი გავაკეთოთ რაც საჭიროა, რომ მსგავსი ტრაგედიები, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.
ამას ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის ვწერ და ვამბობ. ეს არ ეხება! ჩვენი საზოგადოების პათოლოგიურ ნაწილს, ტრაგედიაზე, რომ ბინძურად ქილიკობენ და ქვეყნის და ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ”- წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |