363
27 ივლისი 2022, 14:00
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში საკვანძო ხიდზე დარტყმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ოკუპანტებს მიმართავს.
„თქვენ შეგიძლიათ უწოდოთ ანტონივსკის ხიდს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალება, რომელიც ანადგურებს ყველა უკრაინულ რაკეტას, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევით - ოკუპანტებმა მდინარე დნეპრში ცურვა უნდა ისწავლონ, ან მათ უნდა დატოვონ ხერსონი, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება მესამედ გაფრთხილება აღარ იყოს", - წერს პოდოლიაკი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |