ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანზე: ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 26 ივლისი 2022, 13:53
ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, ელჩები მიდიან და მოდიან, სახელმწიფოთა და ხალხთა ურთიერთობები კი გრძელდება, უბრალოდ სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ, ვიღაც კარგად გაახსენდებათ, ვიღაცა კი ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცუდად-ძალიან ცუდად.


„ისევ დუმილი თუ ისევ იგნორი? კითხვებზე პასუხი ისევ არ არის! ქალბატონი კელი დეგნანი, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს(აშშ-ს) და არის აკრედიტებული სხვა სუვერენულ სახელმწიფოში (საქართველოში). უფრო მეტად რომ განვმარტოთ, ის გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი. ცხადია არავის არ ავიწყდება ის დახმარება და მხარდაჭერა, რომელიც აშშ-მ საქართველოს მიმართ გამოიჩინა, არც ამერიკელებს(განსაკუთრებით სამხედროებს) არ ავიწყდებათ ის თანადგომა, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ სხვადასხვა სამხედრო მისიებში. ცხადია საქართველო და მისი მოქალაქეები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში აშენებული მეგობრული ურთიერთობების ხიდს, მაგრამ ამავდროულად ასე ყურადღებით აკვირდებიან თუ ვინ აპირებს ამ ხიდში ბზარების შეტანას. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა ელჩმა, არც უნდა იუკადრისოს და არც დააიგნოროს ის შეკითხვები რაც მის მიმართ გაჩნდა. რაც მალე გაეცემა პასუხი კითხვებს მით უკეთესია, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვების რაოდენობა კი არ დაიკლებს არამედ გაიზრდება. ელჩები მიდიან და მოდიან, სახელმწიფოთა და ხალხთა ურთიერთობები კი გრძელდება, უბრალოდ სამწუხაროა, რომ წლების შემდეგ, ვიღაც კარგად გაახსენდებათ, ვიღაცა კი ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცუდად-ძალიან ცუდად.: - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი