ნინო ფოჩხუა კელი დეგნანზე: ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები და არა შეურაცხყოფა მივაყენოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
285 26 ივლისი 2022, 12:00
სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის  ავტორიტეტს  არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.


„გავეცანი პარტიიდან გასული დეპუტატების წერილს ამერიკის ელჩისადმი. 

ძალიან მიკვირს ნუთუ ქართველი ხალხი არ ვიმსახურებთ პასუხს იმ კითხვებზე, რაც ყველას გვაწუხებს? რატომ იქცევა ასე კელი დეგნანი, რატომ აღვივებს უარყოფით განწყობას იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს და რომლის ამ დონემდე მიყვანას რაც ახლა გვაქვს, ამდენი წელი დასჭირდა.

სიჩუმე თანხმობის ნიშანია, ნუთუ თავისი ქვეყნის  ავტორიტეტს  არ უფრთხილდება, მისი სიჩუმით ხომ დადასტურდება, რომ აშშ ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებებში, მოუწოდებს ხელისუფლებას გახსნას მეორე ფრონტი და ახალისებს დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არევასა და რევოლუციის მოწყობაში.

ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები და არა შეურაცხყოფა მივაყენოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

იმედია, ამჯერად მაინც გვიპასუხებს ქალბატონი დეგნანი.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი