დავით ქართველიშვილი: ძნელად მახსენდება ამაზე უფრო რთული და კონტრპროდუქტიული პერიოდი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი-ქვეყნის ელჩი ღიად მოექცა ქვეყნის დესტრუქციული, რადიკალური ნაწილის "მხარედ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 25 ივლისი 2022, 18:47
„წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურობის "რენესანსი", რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ს მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურეალიზმი“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

როგორც ექსპერტი წერს, იმედს იტოვებს, რომ ქ-ნი კელი დეგნანი პირდაპირ, თუნდაც არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გვაღირსებს იმ საზოგადოებას, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი "პროდასავლურობის" გზაზე.


„ოცნებიდან გასულ "სამეულ" დეპუტატებს როგორც ჩანს ბოლო იმედი ეწურება, საზოგადოების დიდი ნაწილის ღია შეკითხვებზე აშშ-ს ელჩის მხრიდან ღია პასუხების მიღებაზე. გასაოცარია ის "სიჯიუტე", რომლითაც ქ-ნი კელი დეგნანი ამ თემებს პრინციპულად უვლის გვერდს მაშინ, როდესაც დემონსტრაციულად ჩადის წალენჯიხაში, ხვდება ლომჯარიას და ნაცმოძრაობის ღია მხარდამჭერებს "ერსა თუ ბერში".
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იყო, არის და იქნება ამჟამინდელი ელჩის შემდეგაც. თუმცა ამ მრავალწლიანი ურთიერთობების დიპლომატიურ კონტექსტში, ძნელად მახსენდება ამაზე უფრო რთული და კონტრპროდუქტიული პერიოდი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი-ქვეყნის ელჩი ღიად მოექცა ქვეყნის დესტრუქციული, რადიკალური ნაწილის "მხარედ" და ფაქტობრივად კონტრსამთავრობო, ანტისახელისუფლებო და მილიტარისტული პროცესების ფაქტობრივად "მედროშედ" იქცა.
ელჩებიც მოდიან და მიდიან, და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ჟამიც ამ პროცესების გაუმჯობესებით აუცილებლად ჩანაცვლდება. წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურობის "რენესანსი", რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ს მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურეალიზმი. მაინც გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენი შეფასებები ნამეტანი ხისტია და ახლა მაინც, ამ "სამეულის" მორიგ მცდელობაზე, ქ-ნი კელი დეგნანი პირდაპირ, თუნდაც არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გვაღირსებს იმ საზოგადოებას, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი "პროდასავლურობის" გზაზე“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი