გულივერ კუნჭულია: თურმე ნოდარ მელაძეს უნდა შევეკითხო ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სახლებს ავუშენებ თუ არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
505 23 ივლისი 2022, 21:52

თურმე ნოდარ მელაძეს უნდა შევეკითხო ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალებით ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სახლებს ავუშენებ თუ არა, - ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძის სიმამრი გულივერ კუნჭულია „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტის ანონსს. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„90 ფურცელი დოკუმენტები გავუგზავნე დღეს. ვნახოთ რას იზამს. მაინც იგივეს გაბედავს თუ არა. კი შევპირდი იმ ჟურნალისტ გოგოს და აუცილებლად შევიტან სასამართლოში განცხადებას, გამორიცხულია ტყუილები გავატარო ვინც არ უნდა მთხოვოს!

სიუჟეტებს რომ ვუყურებდი ხოლმე, მამუკასთანაც მიკამათია, ყველაფერს ასე მთლად ჰაერიდან ხო არ მოიტანენ თქო. სანამ პირადად მე არ შემეხო ამათი ბოლო დონის რაღაც წარმოუდგენელი ტყუილები, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რა ხალხი ყოფილან ესენი. ყველა რეგიონში მაქვს ერთი-ორი მსხვილი ობიექტი აშენებული, ძალიან ბევრი ხალხი მიცნობს და იცის ჩემი საქმიანობის შესახებ. ვერ მოუვიდათ კაი ამბავი

თურმე სანამ ჩემი სიძე პარლამენტში არ შევიდა, არაფერი არ მიკეთებია ცხოვრებაში. არ შეიძლება შვილო ადამიანებთან ასე მოქცევა, ოდნავ მაინც ხო უნდა იყოთ მართლები!“ - წერს კუნჭულია.

„სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არცერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო ტენდერში. დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია“, - ასე გამოეხმაურა ანონსს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი