ლევან ნიკოლეიშვილი - ტვ პირველის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მის ოჯახის წევრები მოხვდა, მიზეზი მარტივია - მდინარაძე არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 23 ივლისი 2022, 21:48
დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არარსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა, - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 მისი თქმით, შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. 

„ზოგადად, დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არ არსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა. შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც წესი მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. ამ შემთხვევაში მელაძის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მის ოჯახის წევრები მოხვდა, მიზეზი კი მარტივია, მდინარაძემ შეძლო ჭკვიანი და პატიოსანი პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრება, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად და არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს. რა რჩება, რადიკალების რუპორ ტვ პირველს? ბინძური დეზინფორმაცია და ტყუილები, თუმცა იმდენად მომაბეზრებელი, ფეიკით გამდიდრებულია ეს ინფორმაციები, რომელსაც ნოდარ მელაძე და მის გუნდი „განუმეორებელი“ ხმის ტემბრით გვიყვებიან, არათუ ვინმეს აჯერებენ, არამედ საზოგადოებისთვის უბრალოდ სასაცილოები და მომაბეზრებელი გახდნენ“. - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი