მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! - „ნაცმოძრაობის“ მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
389 23 ივლისი 2022, 21:35

ჩემი სიმამრის არცერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო ტენდერში. დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ, ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტის ანონსს ეხმიანება.

„დიდი მადლობა თქვენი მხილების ასეთი შესაძლებლობისთვის! ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან! ამით საშუალება მეძლევა თქვენი მხრიდან ჩემსა და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე აბსოლუტურად ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ.

„ნაცმოძრაობის“ მედიებიდან, „ტვ1“-ს აქვს როლი, იკადროს ყველაზე უკადრებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, „მთავარი არხიც“ კი არ (ან ვერ) კადრულობს ამ ხარისხის „ფეიკებს“. „ტვ1“-ის რეალტივიზაცია წარმატებით შედგა! შეძლეს! დღეს ცდილობენ ჩემი მეუღლის მამა წარმოაჩინონ ადამიანად, რომელსაც არაფერი გააჩნდა და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, შეიძინა გარკვეული ქონება.

საუბარია, გულივერ კუნჭულიაზე, ჩემს სიმამრზე, რომლის, როგორც მშენებლის პროფესიონალიზმსა და პროფესიულ წარმატებაზე დღემდე არავის გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს. ზოგადი წარმოდგენისთვის, რაც მე ვიცი და უცებ მახსენდება, მისი კომპანიის ანგარიშზეა შემდეგი ობიექტები: მთაწმინდის პარკის მშენებლობა; ბადრი პატარკაციშვილის „არკადია“; ქობულეთის პარკი; რესტორანი „არაგვი“; „გუჯარი“; „მცხეთის ღვინის პალატა“; შატო „ასკანა“; სასტუმრო „ახაშენი“; სასტუმრო „ლოპოტა“; ღვინის ქარხნები რუისპირში, ქედაში, ველისციხეში, პატარძეულში, საგურამოსა და სხვა ათობით მსხვილი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია. ასეთი ადამიანის ფინანსური და ქონებრივი წარმატების ჩემზე მოწერასა და მისი კომპანიის რეპუტაციის განადგურებას ცდილობენ - სიუჟეტის ანონსში ჟურნალისტი ამბობს, რომ კომპანია კოტრდება და მტკიცებულებად მოაქვს კადრები და ინტერვიუ ხის ცეხიდან სინამდვილეში კი წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, წარმატებული და პროფესიონალი მშენებელი ათწლეულების განმავლობაში ნაშენები შეუბღალავი რეპუტაციით, მილიონობით ლარის ბრუნვა მის კომპანიებზე ორიათასიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული (მაგალითისთვის, მხოლოდ მის ერთ კომპანიას ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი), ათეულობით სხვადასხვა სახის უძრავი ქონება მისსა და მისი ოჯახის წევრების სახელზე პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე. მას შემდეგ კი მის მიერ ახალი შენაძენი - სამი მიწის ნაკვეთი (სამივე ნაყიდი, არცერთი არავის უჩუქებია მისთვის!) და 263 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში 2004 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში, ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ, საიდანაც 136 კვ.მ. უკვე გაყიდა ბოლო პერიოდში, საგურამოს სახლების მშენებლობისთვის და ამ ყველაფრის ფონზე, ისრების ჩემკენ გადმოტანის ბინძური მცდელობა მაშინ, როდესაც თავად მე დღემდე მის მიერ 2003 წელს შეძენილ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობ საბურთალოს ქუჩაზე და ზაფხულობით - მის აგარაკზე საგურამოში. „ტვ1“-მა სინამდვილეში კარგად იცის (საჯარო ამონაწერებით უმარტივესი გასარკვევია), რომ თავისი შვილებისთვის საგურამოში სახლების ასაშენებლად, (მიმდინარე შემოსავლებისა და საკმაოდ სოლიდური დანაზოგის გარდა) ჯამში, სამი ბინა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაყიდა.

სხვათა შორის, ჩემი სიმამრის არცერთ კომპანიას არასდროს მიუღია მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო ტენდერში. დღეს „ფეიკის“ კლასიკა და ახალი მწვერვალი დაგვიანონსეს, მე კი ამ დრომდე ინტერვიუსთვის არავინ შემხმიანებია, ვნახოთ, ეს სტატუსი რა დოზით და ფორმით მოხვდება სიუჟეტში.

P. S. სიგარეტი ძალიან დიდი ხანია არ მომიწევია და ეს ძველი კადრები დაბლარეთ მაინც“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი