მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე: როგორც არ უნდა „დაალაგო“ „ფეიკი“, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს - მუქარები, უხამსობა და ბულინგის მდაბიო მცდელობები ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში პანიკის ნიშნებს შეიცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 20 ივლისი 2022, 16:24

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილსა და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

„როგორც არ უნდა „დაალაგო“ „ფეიკი“, საბოლოოდ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს! ალბათ, გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით: პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც „ჩანდა“), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა. მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს. გუშინ წერეთელმა თავის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და მხოლოდ ნათქვამის შინაარსი შეცვალა... გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი