დავით ქართველიშვილი: ქალბატონო ელჩო თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა - ამაზე მაინც შეგიძლიათ გვიპასუხოთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 15 ივლისი 2022, 13:51

„ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. 

„ქალბატონო ელჩო, ეს განცხადება მაინც წაიკითხეთ ბოლომდე. ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რომლის შემდეგ ნებისმიერი კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი გადადგებოდა. ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. ჩვენს სექტასთან პოლიტიკურმა თამაშებმა იცის მსგავსი ფინალი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ ერთ ბრიფინგსაც არ იკადრებთ ჩვენთვის - იმიტომ რომ არ გვთვლით ღირსად, თვალში გეპატარავებით, რადგანაც თქვენს "ფასეულობებს" არ ვიზიარებთ. თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და ბულინგი რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა - ამაზე მაინც შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ?“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი