ნინო ფოჩხუა - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 15 ივლისი 2022, 13:00

ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა. 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ, მან ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში. 

„დაუჯერებელია ეს ყველაფერი! მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში! თან ვის გათავისუფლებას ითხოვენ, იმ ადამიანის ხომ არა, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ქვეყნის ძალადობრივად გადატრიალების სათავეში დგას? 
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ.
ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! ქართველ ხალხს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ უსამართლობის არა! იმედს ვიტოვებ, რაც დღეს აშშ საელჩოში ხდება, რასაც კადრულობენ მისი თანამშრომლები, ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ ოფიციალური ხელისუფლების ქმედება“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი