ზაალ ანჯაფარიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი არ იცნობენ ქართულ ცნობიერებას და ხასიათს, იმიტომ რომ დიდი ხანია დაკარგეს მასთან კავშირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 07 ივლისი 2022, 16:31


ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი დასავლელი და უკრაინელი ლობისტები კაბა-შარვლებიდან ხტებიან რომ როგორმე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოაღებინონ დასავლეთს, რადგანაც ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქ არ აქვთ და ბოლო ჩაფლავებულმა მიტინგებმა ეს კარგად დაანახა“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით მას შემდეგ რაც კულუარულმა ზეწოლამ არ გაჭრა და ივანიშვილი ვერ დაითანხმეს იმაზე, რაზედაც ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა და საკუთარი ქვეყნის ნგრევას და უბედურებას არ მოაწერდა ხელს, კოლექტიური ლომჯარიებისგან განსხვავებით, მიმართეს ზეწოლის სხვა მეთოდებს.

„ქართული სიბრძნე რომ შუბი ხალათში დიდხანს არ დაიმალება, კიდევ ერთხელ დადასტურდა. გახსოვთ ნაცშემადგენლობის ისტერიკა, როდესაც პირველად გაცხადდა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მიდიოდა ზეწოლა, მათ შორის ფინანსური ბერკეტების გამოყენებით, რომ ის კვლავ ჩაეთრიათ პოლიტიკაში, იმ მიზნით, რომ მას ზეგავლენა მოეხდინა მთავრობაზე, და საქართველო რაღაც ფორმით ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ არათუ სასანქციო არამედ ნამდვილ ომში, როგორც ამას უკრაინული მხარე ითხოვდა. გასაგებია, რომ უკრაინელები ომში არიან და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ, ოღონდ რატომ უნდა სურდეთ ამ ინტერესების რეალიზება სხვების დაზარალების ხარჯზე!? 
მას შემდეგ რაც კულუარულმა ზეწოლამ არ გაჭრა და ივანიშვილი ვერ დაითანხმეს იმაზე, რაზედაც ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა და საკუთარი ქვეყნის ნგრევას და უბედურებას არ მოაწერდა ხელს, კოლექტიური ლომჯარიებისგან განსხვავებით, მიმართეს ზეწოლის სხვა მეთოდებს.
მოგეხსენებათ, შვეიცარული ბანკი Credit Suisse ისედაც ცდილობდა გაეწელა მათი თანამშრომლის მიერ ივანიშვილისთვის მოპარული თანხის დაბრუნება და ამისთვის არგუმენტად იშველიებდა ომს უკრაინაში და იმას რომ ივანიშვილი შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩენილიყო. ეხლა კი შვეიცარულ ბანკს ოპერატიულად შეაშველეს ევროპარლამენტის ის ყბადაღებული რეზოლუცია და ჩაუდეს ხელში ინსტრუმენტი რომ კიდევ უფრო მეტად გაწელოს პროცესი. ეს არის, როგორც  სრულიად მართებულად აღინიშნა, „ფაქტობრივი სანქციები.“  არავინაა გულუბრყვილო, რომ ვერ მივხვდეთ რა მიზანს ემსახურება ეს მთელი მანევრები. 
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი დასავლელი და უკრაინელი ლობისტები კაბა-შარვლებიდან ხტებიან რომ როგორმე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოაღებინონ დასავლეთს, რადგანაც ნახეს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქ არ აქვთ და ბოლო ჩაფლავებულმა მიტინგებმა ეს კარგად დაანახა. 
ეს ხალხი, რომლებისთვისაც საქართველო სამშობლო კი არა, ექსპერიმენტების პოლიგონი და ფულის საკეთებელი ადგილია, ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი ბრიყვული ქმედებებით ივანიშვილის მხარდასაჭერად საზოგადოების მობილიზებას უწყობენ ხელს. ისინი უბრალოდ არ იცნობენ ქართულ ცნობიერებას და ხასიათს, იმიტომ რომ დიდი ხანია დაკარგეს მასთან კავშირი“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი