თამთა მეგრელიშვილი: ამ ქვეყანაში დემოკრატიის მონაპოვარია ზუსტად ის, რომ მაუწყებლობს „ალტინფო“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 05 ივლისი 2022, 17:50

იქნებ საწყის ეტაპზე ცალმხრივადა და მიკერძოებულად საკითხისადმი მიდგომა გვერდით გადადოთ და პოლიტიკური სერიული მკვლელების „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისათვის სამართლებრივ პროცესებზე იფიქროთ, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას.

„ნაციონალური მოძრაობა" სერიული მკვლელების პარტიაა. დიახ, სერიული მკვლელების, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით უსწორდებოდნენ თავისუფალ სიტყვას, ახალ თაობას, ციხეში მოწყვლად პატიმრებს... ეს არის პოლიტიკური ძალა რომლის მმართველობას გასდევს ნამუსახდილი ქართველობისა და ძაძებჩაცმული დედათა ხმა. ამ ძალის სისხლიანი რეჟიმის უკანონობა სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ ამხილა. მხილება პოლიტიკურ ისტორიაში ჩაეწერა, მაგრამ დაღვრილ სისხლსა და შეწირულ ადამიანებს ვეღარაფერი შველის.
სწორედ ამიტომ ბრძენი ქართველი ხალხი გრძნობს პასუხისმგებლობას აღარასოდეს დააბრუნოს ეს ძალა, პოლიტიკური სერიული მკვლელებით.
სამწუხაროდ თქვენ, როგორც სახალხო დამცველი მიკერძოებულად იყენებთ თქვენდამი გამოცხადებულ „ნდობის მანდატს, „არ ამხელთ ამ ძალას და მეტიც, პოლიტიკურ პროცესებშიც არ ემიჯნებით, მათ გვერდით დგებით.

არადა ქალბატონო ნინო, დაცლილი უნდა იყოთ პოლიტიკისაგან... სახალხო დამცველის „მოვალეობებში" ჩაკარგული მიჩენთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი არასოდეს გადაგიკითხავთ. აბა რითი ავხანა ის რომ ყოველ ჯერზე უკანონობის გვერდით დგებით?! დღეს „ალტინფოს“ აკრალვა გადაგიწყვიტავთ (სამართლებრივი პროცედურის დაცვით).

მე არავის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის მონაპოვარია ზუსტად ის, რომ მაუწყებლობს „ალტინფო“, მთავარი არხი „ტვ პირველი“, „კავკასია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. (რა მოგვწონს და რა არა ეს სხვა საკითხია).

რჩევა მაქვს, იქნებ საწყის ეტპზე ცალმხრივადა და მიკერძოებულად საკითხისადმი მიდგომა გვერდით გადადოთ და პოლიტიკური სერიული მკვლელების "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისათვის სამართლებრივ პროცედურებზე იფიქროთ!
რა იცით იქნებ ხალხმაც გაპატიოთ ამდენი ღალატი.“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი