ზურაბ ქადაგიძე: საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც NGO-სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 05 ივლისი 2022, 16:52

ნაც-რეჟიმმა“ შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნეს-რეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო იმას „პოლიტპატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი... თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნინო ლომჯარიას განცხადების შესახებ.

„სინდისი, რომ სემინარებზე დაგრჩა, ეს ის შემთხვევაა... სახალხო დამცველი, რომ პარტიის გაუქმებას ითხოვს ეს ხომ ერთი ტრაგედიაა და მეორეა ის უტიფრობა რასაც ეს სუბიექტი არ იმჩნევს... ნაც-რეჟიმმა შეიწირა ასობით ახალგაზრდა, იყო ოფიციალური ტერორი და პროკურატურაზე გადაფორმებული სასამართლო, ბიზნეს-რეკეტს ბოლო არ უჩანდა და ვინც ამის შემოქმედი იყო იმას „პოლიტპატიმარს“ ეძახის ეს უტიფარი... თან არცერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტზე სინდისს არასდროს შეუწუხებია... მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრენინგ-სემინარებზე ნასწავლი ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით მოდიან თანამდებობებზე, პასუხისმგებლობა აქვთ ნული და კომპეტენციის შეგრძნება „პლინტუსს“ დაბლა...

საქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც "NGO" სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას, ხალხს აბრალებს“... - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი