ზაალ ანჯაფარიძე: არავინ შეიყვანოს შეცდომაში დღევანდელი აქციის ლამაზად შეფუთულმა ლოზუნგებმა „არაძალადობრივი,“ „შინ ევროპისკენ“ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი, სწორედ პირიქით არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 03 ივლისი 2022, 12:12

ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დღეს დაგეგმილ აქციას.

,,არავინ შეიყვანოს შეცდომაში დღევანდელი აქციის ლამაზად შეფუთულმა ლოზუნგებმა „არაძალადობრივი,“ „შინ ევროპისკენ“ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი სწორედ პირიქით არის.

ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე, როდესაც უნდათ, არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობით მათ თავს მოახვიონ გაუგებარი წარმომავლობის და საზოგადოებაში ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხალხისგან დაკომპლექტებული რაღაც „ტექნიკური მთავრობა.“ და რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს არაფერი აქვთ საერთო პრო-ევროპულობასთან, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს და გვახსოვს კიდეც.

გარწმუნებთ, ეს აქცია მყისიერად გადაიზრდება ძალადობრივში, ისე როგორც 2019 წლის 20 ივნისს, როგორც კი ორგანიზატორები ჩათვლიან რომ ამის დრო მოვიდა. ჩვენმა ისტორიამ მგონი რაღაც უნდა გვასწავლოს!

ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობა, ჯერჯერობით ქართული მოთმინებით უყურებს ამ ევროპული დროშებით შეფუთულ ბაკქანალიას. თუმცა, ისიც ჩანს რომ მოთმინების ეს ფიალა ნელნელა ივსება”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი