253
02 ივლისი 2022, 11:43
მისი თქმით არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა.
“ამას არ ჰქვია ჟურნალისტური სტანდარტი. ამას ჰქვია Real TV-ს სკოლა, რომელიც მიმართულია თუნდაც არსებული სკანდალური, უსიამოვნო ფაქტის აშკარად ისეთ პროვოკაციულ, დამახინჯებულ კალაპოტში გადასაყვანად - რომელიც მკითხველში აღძრავს სრულიად სხვა, ცეცხლში ნავთის დასხმის ტიპის ემოციებს. შეადარეთ პირველი ჰედლაინი, რომელიც შემდგომ გააქრეს და რომელიც "ომის პარტიის" მესიჯბოქსებში ჯდება - იმ მეორესთან.
წმინდა სპორტული ეპიზოდით გამოწვეული უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელის უხეშ, უხამს და არასპორტულ საქციელს, ამ ე.წ. მედიასაშუალებამ ისეთი ამაზრზენი და გაუკუღმართებული სარჩული მიაკერა, სადაც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლამის პოლიტიკური შეფასება იკითხებოდა: რა "უსამართლოდ" ექცევა საქართველო ომში მყოფ უკრაინას უკვე სპორტის სფეროშიც კი.
არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა და ეს უსიამოვნება მოთამაშეების დონეზე არანაირად არ გავრცელებულა. "ქართველები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ" - ეს სათავისოდ სასურველი ნარატივი მიიღეს და "კარწინკა" რატომ უნდა გაეფუჭებინათ? ამაზრზენია ყოველივე ეს, როგორც ის ყველაფერი, რასთანაც შეხებაში შედის ეს მავნებელი ძალა”- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |