აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 30 ივნისი 2022, 23:30
აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს:

ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე(!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა. 

ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა ტვ1-ს დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

დასკვნები უმარტივესი გამოსატანია!...

როგორი მართალიც არის მეორე ვერსია, ისეთივე მართლები არიან სულ ნაციონალური მოძრაობის და მათი ტელევიზიების ლიდერები. 

ასევე უნდათ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. 

ასევე განიცდიან თავისი სამშობლოს ტკივილს. 

ასეთივე სიმართლით იბრძვიან...

სინამდვილეში კი, არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი (იხ. ვერსია და სიმართლე #1)! - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი