თამთა მეგრელიშვილი: გასაგებია, რომ ფეიკმანიით შეპყრობილთათვის ცალკე ტელევიზიები არსებობს. მაგრამ, ცალკე საქართველოს ვერ გავაკეთებთ. აქ ხართ, აქ ვართ და სიმართლე არ იმალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 27 ივნისი 2022, 15:19
„გემი, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ სიუჟეტი გააკეთა არ იმყოფება სანქციების სიაში. გემი რეალურად დგას რეიდზე, თუ აღმოჩნდება ტრანზიტული ტვირთი, რომლის გამგზავნი იყო სანქცირებული კომპანია შესაბამისად, საქართველოს გავლით ამ ტვირთი გატარებაზე ითქმება უარი და ტვირთი გაბრუნდება უკან“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას. 

მისი თქმით, ტელეკომპანია "მთავარი"-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი.

„გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია "მთავარი"-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. 
სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. 
რეალურად არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.
საყურადღებოა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყველა გემთან მიმართებაში შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. 
თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ამ გემს არ ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. 
აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ და საჭირო განმარტებას ისინიც გააკეთებენ.

გემი, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ სიუჟეტი გააკეთა არ იმყოფება სანქციების სიაში. გემი რეალურად დგას რეიდზე, თუ აღმოჩნდება ტრანზიტული ტვირთი, რომლის გამგზავნი იყო სანქცირებული კომპანია შესაბამისად, საქართველოს გავლით ამ ტვირთი გატარებაზე ითქმება უარი და ტვირთი გაბრუნდება უკან. გასაგებია, რომ ფეიკმანიით შეპყრობილთათვის ცალკე ტელევიზია/ ტელევიზიები არსებობს. მაგრამ, ცალკე საქართველოს ვერ გავაკეთებთ , ვერა... აქ ხართ აქ ვართ და სიმართლე არ იმალება, არა!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი