ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ფართო კონსენსუსით საგზაო რუკა უნდა შეიქმნას, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ კონკრეტულ ნაბიჯებს გაწერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 25 ივნისი 2022, 16:10

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ფართო კონსენსუსით უნდა შეიქმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება.

როგორც ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, ეს დოკუმენტი უნდა წარვუდგინოთ ევროკავშირს და მათი მხრიდან მხარდაჭერა მივიღოთ.

„ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რეკომენდაციები გახდნენ ე.წ. "მოძრავი სამიზნეები" (moving targets), რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნება: 1. ფართო კონსენსუსით (იდეალურ შემთხვევაში) შეიქმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება; 2. ეს დოკუმენტი წარვუდგინოთ ევროკავშირს (ევროკომისიას, რომელმაც წლის ბოლოს უნდა შეაფასოს საქართველოს პროგრესი) და მათი მხრიდან მივიღოთ მხარდაჭერა; ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი (და თუ სწორად მახსოვს ამ დრომდე უკანასკნელი) შეხვედრა 2018 წელს გაიმართა“, - წერს ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი