ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს- ამის თაობაზე პარაოლიმპიელი თემო დადიანი სოციალურ ქსელში წერს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 21 ივნისი 2022, 14:25

ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს- ამის თაობაზე პარაოლიმპიელი თემო დადიანი სოციალურ ქსელში წერს.

  მე ავღანეთის საერთაშორის მისიის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს ძალიან ბევრი რამ გამიღია და გამიკეთებია ჩემი სამშობლოს დასავლური ინტერესების გაზიარებისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბოლო ამოსუნთქვამდე რათა ჩემმა და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ!

ასევე როგორც პარალიმპიელს ბევრი მიშრომია ამისათვის და ბევრგან ამიწევია საქართველოს დროშა ამაყად!

მე როგორც საქართველოს ჯარისკაცს და როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრს არც კანონიერი და არც "ნაცნობობითი" უფლება  არ გამაჩნია მივიღო მონაწილეობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, ასე რომ მე არცერთ აქციას არ შევვერთებივარ არასოდეს და რათქმაუნდა არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა!

 განვმეორდები იმას; რომ ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს და განათლება არის პრიორიტეტული!“-წერს თემო დადიანი .

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი