451
17 ივნისი 2022, 12:01
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას განცხადებებას ეხმიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მძიმედ აფასებს.
მეგრელიშვილი მას ახსენებს, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.
„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებს თუმცა ამის კომპეტენცია არ გააჩნია. "რამდენიმე თვეა, ვცდილობ დავეხმარო ჩემს დიდ მეგობარს"- ამბობს ის. აღიარებს, რომ მიმართა საერთაშორისო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ისმის კითხვა - რატომ?! პასუხი- იმიტომ რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პასუხი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. შესაბამისად დაიმსხვრა მითი მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობაზეც. მინაწერი: ქალბატონო, მოდით გადავხედოთ ევროპულ პრაქტიკას ჩეუშესკო და მილოშევიჩი, ჟააკ შირაკი და სარკოზი, ბერლუსკონი ევროპელი ლიდერები იყვნენ თუ არ იყვნენ? პასუხი- დიახ, იყვნენ. კანონმა ევროპელობის გამო რომელიმე მათგანი დაინდო?! პასუხი- არა. თითოეული მათგანი გასამართლდა საკუთარი ქვეყნის სასამართლოს მიერ. ანუ ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა. წერტილი!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |