ლევან ჭოტორლიშვილი: 30 წელიწადი გატყუებდნენ იმიტომ, რომ გიყენებდნენ, როგორც კი ომზე უარი თქვი გითხრეს სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 17 ივნისი 2022, 11:12
„მაკრონმა მიგვანიშნა რომ ჩვენი მეზობლები მოლდოვასგან განსხვავებით ევროპის ქვეყნები კი არა, აზერბაიჯანი, სირია, ერაყი და ირანია. ასეთია საქართველოს გეოპოლიტიკა“, - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე, ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან. 

 მისივე თქმით, საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში თურქეთის გვერდის ავლით.

  “გაიხსენეთ ჩემი სტატუსები ამ თემაზე. არავინ საქართველოს არ მიიღებს ევროკავშირში თურქეთის გვერდის ავლით. მაკრონმა მიგვანიშნა რომ ჩვენი მეზობლები მოლდოვასგან განსხვავებით ევროპის ქვეყნები კი არა, აზერბაიჯანი, სირია, ერაყი და ირანია. ასეთია საქართველოს გეოპოლიტიკა. 30 წელიწადი გატყუებდნენ იმიტომ, რომ გიყენებდნენ. როგორც კი ომზე უარი თქვი გითხრეს სიმართლე“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი