რატომ ჰგონიათ, ან არახამიას ან მის მოყვარულ ქართველებს, რომ რამე საქმეს აკეთებენ, გარდა სიბილწისა?! თუ საქართველოს მტრობა და სიბილწე საქმე ჰგონიათ და სისხლხორცეულად აქვთ გამჯდარი, გასაგებია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
297 16 ივნისი 2022, 11:23

„ამ სუბიექტს, არახამიას რომ ვუსმენ, ხან მასხარა მგონია და ხან - ნარკოტიკებით დაშტერებული დეგენერატი. სად იპოვეს, რად იპოვეს, ან უკრაინის ხელისუფლებას რად უნდა ასეთი არაკაცი?! აფხაზეთიდან დევნილმა მისმა ოჯახმა იმაზე კი არ იზრუნა, ყმაწვილს ქართული ესწავლა, არამედ შოვინისტურად აღიზარდა ენითაც და მენტალიტეტითაც, ჰოდა როგორც ჩანს, ეს მენტალიტეტი იმდენადაა გამჯდარი მასში, რომ ყველაზე უფრო საქართველო ეზიზღება: ათას ბრალდებას უყენებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, ტრადიციულად ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, იმ დროს, როდესაც „მისი ქვეყნის“ უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საკითხი დღედადღე წყდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეს, დავით არახამიას განცხადებას, რომ რუსი ხალხი და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ.

„ის სიამოვნებით, ე.წ. ოპოზიციური მედიის საშუალებებით, ტანდემში ახმოვანებს მორიგ დეზინფორმაციას თუ ცილისწამებას. რატომ ჰგონია, ან არახამიას ან მის მოყვარულ ქართველებს, რომ ამით რამე საქმეს აკეთებენ,გარდა სიბილწისა?! თუმცა, თუ საქართველოს მტრობა და სიბილწე საქმე ჰგონიათ, და სისხლხორცეულად აქვთ გამჯდარი გასაგებია!“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი