349
14 ივნისი 2022, 11:51
ექსპერტი ნინო ფოჩხუა რევაზ ჩომახიძის ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ეხმიანება. როგორც ფოჩხუა წერს პრობლემა არ არის ადამიანი სად იმუშავებს და სად არა, მაგრამ ის ისტერია, რასაც "ომის პარტია" აწარმოებს რუსეთთან კავშირის მიმართებაში, სხვა არაფერია თუ არა ორმაგი სტანდარტი.
„მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა ადამიანი სად იმუშავებს და სად არა, მაგრამ ის ისტერია, რასაც „ომის პარტია" აწარმოებს რუსეთთან კავშირის მიმართებაში, სხვა არაფერია თუ არა ორმაგი სტანდარტი. ჯერ თავისიანები რომ აკონტროლონ ის აჯობებს და პარტიის მერამდენე წევრია რუსეთთან კავშირში ის დათვალონ, (აღარ ჩამოვთვლი) ისრები კი ამის შემდეგ ისროლონ სხვისკენ“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |