421
13 ივნისი 2022, 21:54
"გორბის" მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი შედეგების ფონზე, ქვეყანაში მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მომხრეებს შეიძლება სურდეს "ვადამდელი არჩევნების" ჩატარება - ნუ ამის სამართლებრივ და თეორიულ შესაძლებლობის ასპექტებს საერთოდ არ ვეხები. კვლევების შედეგების მიხედვით:
მოსახლეობის 86% თვლის, რომ საქართველო იმსახურებს EU-ს კანდიდატის სტატუსს, ხოლო ამავე კითხვამ რადიკალური ოპოზიციის (მეხუთე კოლონის) აშკარად შემცირებული რაოდენობა გამოავლინა: 11%-მდე თვლის - რომ არ იმსახურებს
რადიკალური ოპოზიციის გაცილებით მეტი რაოდენობა - 29%-მდე დადებითად გამოეხმაურა ოცნების ლიდერების მიმართ სანქციების დაწესებას. ამავე კითხვამ გამოავლინა ხელისუფლების მომხრეთა მყარი რაოდენობა, ვინც უარყოფითად უპასუხა ამ კითხვას - 66%-ზე მეტი
ოცნების ლიდერების სანქცირების ქვეშ აყვანის მომხრე გამოკითხულებში, სააკაშვილის გულშემატკივართა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია - 19%, ხოლო გამოკითხულთა 64%-ზე მეტი თვლის, რომ ის სამართლიანად იხდის სასჯელს
სააკაშვილის მომხრეთა თითქმის იგივე რაოდენობა - 21%-მდე არ ეთანხმება ხელისუფლების ომის საწინააღმდეგო პოლიტიკას, ხოლო გამოკითხულთა 78%-მდე ამ სამშვიდობო კურსს ემხრობა
გაცილებით ნაკლები "გმირი" მიშისტი პასუხობს დადებითად შეკითხვას: უნდა თუ არა დავიწყოთ ომი, დასავლეთის მოთხოვნის შემთხვევაში - 11,5%. ხოლო იმ ნორმალური ადამიანების რაოდენობა, ვინც ამის წინააღმდეგია - 84%-ს აღწევს
გამოკითხულთა 70%-მდე ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ შეუერთდეს პრაქტიკული ეფექტის არმქონე სანქციებს, თუმცა ამის შერეკილ მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მაინც დიდია - 27%
ამ გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო მისწრაფება და სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა. ამ გამოკითხვამ დაადასტურა რადიკალური ოპოზიციის რეგრესის გაგრძელება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნათა საწინააღმდეგო კურსით ვითარდება საკუთარ სრულ პოლიტიკურ გაკოტრებამდე“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |