გია აბაშიძე: წლებია EPP გადაუმოწმებლად იმეორებს სააკაშვილის ღალატის პარტიის ანტიეროვნულ გზავნილებს და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით თვითდაზიანების რეჟიმშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 09 ივნისი 2022, 13:54
წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ "ნაცების" პარტსექტანტურ ლოზუნგებს, მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური "ყნოსვის" დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია.

„გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური "ყნოსვის" დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია. თურმე საქართველოს მთავრობა პრორუსულია და ხალხი - პროევროპელი. 
ამ გამრუდებული ლოგიკით, საქართველოს ელექტორატის უმრავლესობაც "პრორუსულია". 2012 წლიდან ყველა არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტებით, თავისუფალი, დემოკრატიული და ლეგიტიმურია. თუ პროევროპელი ამომრჩეველი შეამჩნევდა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთისკენ მიექანება, რაც უდიდესი ტყუილია, ბუნებრივია, აირჩევდა სხვა ალტერნატიულ ძალას. 
წლებია EPP უსინდისოდ, გადაუმოწმებლად იმეორებს სააკაშვილის ღალატის პარტიის ანტიეროვნულ გზავნილებს და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით თვითდაზიანების რეჟიმშია. ის, რომ ევროპის სახალხო პარტიის 'ქოლგის' ქვეშ ორი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" - ამით ყველაფერია ნათქვამი.
წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ "ნაცების" პარტსექტანტურ ლოზუნგებს  ("პოლიტიკური პატიმრები", "მიტაცებული ქვეყანა", "კრემლის ოლიგარქი ივანიშვილი", "აუცილებელი სანქციები" და ა.შ.), მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი