ანა სუბელიანი: „ტვ პირველს“ ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც, დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი, პირობა მივიღე, რომ დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა, რა არის ხალხო, მართლა უნდა ამოგვხოცონ? როგორღა გელაპარაკოთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 01 ივნისი 2022, 16:37

ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში, ამას ვეუბნებით ყველას. დღეს ტვ პირველის სამ ჟურნალისტს ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც. დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი და პირობა მივიღე, რო დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა, – წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ანა სუბელიანი და ტელეკომპანია ,,პირველს’’ ინფორმაციის არასწორ გაშუქებაში ადანაშაულებს.

როგორც სუბელიანი აღნიშნავს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის შემდეგ ჟურნალისტმა მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში, ამას ვეუბნებით ყველას. დღეს ტვ პირველის სამ ჟურნალისტს ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც. დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი და პირობა მივიღე, რო დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა.

ამ დროს გამოდის ჟურნალისტი და ამბობს გამოთქმით და მკაფიოდ: „თბილისის ცენტრში ღირსების მარში ჩატარდება". რა არის ხალხო, მართლა უნდა ამოგვხოცონ? რა გავაკეთოთ, ამიხსენით ვინმემ, როგორღა გელაპარაკოთ მართლა!“ - წერს სუბელიანი FACEBOOK - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
არქივი